კონკურსის შესახებ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კონკურსი „ჯილდო ცოდნისთვის“ მიზნად ისახავს საზოგადოებაში საქართველოს თავდაცვის ძალების პოპულარიზაციას და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

კონკურსი „ჯილდო ცოდნისთვის“, 2021 წლის 25 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ონლაინ ტესტირების და ვიდეო კონფერენციის გზით, 14 წლის ასაკიდან დაინტერესებული პირებისთვის, ჩატარდება ისტორიის, საქართველოს თავდაცვის ძალების, საერთაშორისო ურთიერთობების და უსაფრთხოების საკითხებში. საკონკურსო 155 საკითხის წინასწარ გაცნობა და შესრულება კონკურსის მონაწილეებს ონლაინ ტესტირების ეტაპში მონაწილეობისთვის რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეეძლებათ. კონკურსის დროს, 155-იდან 60 საკითხს, აპლიკაცია შემთხვევითობის პრინციპით შეარჩევს. კონკურსის 10 საუკეთესო მონაწილის გამოვლენა, პირველ ეტაპზე, მოხდება ონლაინ ტესტირების დროს საკითხებზე გაცემული სწორი პასუხების რაოდენობის და მათ შესრულებაში დახარჯული დროის მიხედვით, ხოლო მეორე ეტაპზე, ვიდეო კონფერენციის დროს, დარჩენილი 95 საკითხიდან შერჩეულ სამ კითხვაზე გაცემული სწორი პასუხების საფუძველზე.

კონკურსის საუკეთესო მონაწილეთა ათეულისთვის თავდაცვის სამინისტროსგან გათვალისწინებულია შემდეგი ჯილდოები:

პირველი ადგილი - ნოუთბუქი, სსსტც „დელტას“ სასაჩუქრე დანა, საწვიმარი ლაბადა, სამხედრო ზურგჩანთა, მათარა, სამხედრო-ისტორიული თემატიკის წიგნები და სერთიფიკატი.

მე-2 ადგილი - პლანშეტი, სსსტც „დელტას“ სასაჩუქრე დანა, საწვიმარი ლაბადა, სამხედრო ზურგჩანთა, მათარა, სამხედრო-ისტორიული თემატიკის წიგნები და სერთიფიკატი.

მე-3 ადგილი - სსსტც „დელტას“ სასაჩუქრე დანა, საწვიმარი ლაბადა, სამხედრო ზურგჩანთა, მათარა, სამხედრო-ისტორიული თემატიკის წიგნები და სერთიფიკატი.

მე-4-მე-10 ადგილები - სამხედრო ზურგჩანთა, მათარა, სამხედრო-ისტორიული თემატიკის წიგნები და სერთიფიკატი.

კონკურსანტებისთვის ასევე გათვალისწინებულია კერძო კომპანიების ჯილდოები:

მე-3 ადგილი - Casio G-Shock-ის საათი კომპანია Time-სგან.

პირველი-10-ე ადგილები - ისტორიული თემატიკის წიგნები გამომცემლობა „არტანუჯისგან“.